იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ პარლამენტში გამოსვლისას იმ პოზიტიურ ფაქტორებზე ისაუბრა, რომელთაც ახალი პენიტენციური კოდექსი ითვალისწინებს.
როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, ახალი კოდექსის მიღების შემდეგ ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო, ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება, გათანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები, პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭება სპეციალური სტატუსი, რაც თითოეული თანამშრომლის შრომით პირობებს გაათანაბრებს და გააუმჯობესებს.
მისივე თქმით, პენიტენციურ სისტემაში გაფართოვდება სპეციალური წოდების მქონე პირთა წრე და მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა, მიიღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს.
"პენიტენციური კოდექსის მიღების შემდგომ ბრალდებულს მიენიჭება ხანგრძლივი პაემნის უფლება, ყველა სახის პაემანი გახდება სრულიად უფასო, რაც ძალიან დიდი დახმარება არის მსჯავრდებულებისათვის; გათანაბრდება ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა საცხოვრებელი პირობები. ასევე, პენიტენციური სამსახურის ყველა დანაყოფს მიენიჭება სპეციალური სტატუსი, რაც თითოეული თანამშრომლის შრომის პირობებს გააუმჯობესებს და გაათანაბრებს ერთმანეთთან; მოსამსახურეები თანამდებობრივი და წოდებრივი სარგოს გარდა მიიღებენ წელთა ნამსახურობის დანამატს", – განაცხადა რატი ბრეგაძემ.