მასშტაბური სპეცოპერაცია ესპანეთში, ქართული მაფიის წინააღმდეგ - ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დაკავებულია დანაშაულებრივი დაჯგუფების 30-ზე მეტი წევრი. ჩხრეკა ათობით ლოკაციაზე ჩატარდა.
საპოლიციო ღონისძიებაში, ესპანეთის ეროვნულ გვარდიასთან ერთად, ჩართული იყო ამერიკის ფედერალური ბიურო და ინტერპოლი.
გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულის ძირითადი ეპიცენტრი იყო ბარსელონა, თუმცა სპეცოპერაციები ჩატარდა ესტეპონაში, მარბელსა და ალიკანტეშიც.
მასშტაბურ სპეცოპერაციაში პოლიციის 350-ზე მეტი აგენტი მონაწილეობდა.