25 ნოემბერი 2024,   22:51
ვრცლად
გოგა ბითაძემ NBA-ში მატჩი ჩაატარა და საკუთარ გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა

გოგა ბითაძემ NBA-ში მატჩი ჩაატარა და საკუთარ გუნდს გამარჯვებაში დაეხმარა. ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში "ჩიკაგო ბულსი" ბითაძის "ორლანდო მეჯიქს" დაუპირისპირდა და 94-96 დამარცხდა.

ქართველმა ცენტრმა პარკეტზე 26 წუთი გაატარა, რა დროშიც 15 ქულით და 11 მოხსნით ორმაგი დუბლი გაიფორმა.

ეს მიმდინარე სეზონში მისთვის მეორე ორმაგი დუბლია. "ორლანდო" 6 მოგებით და 5 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის მე-9 ადგილს იკავებს, მომდევნო ტურში კი - კვლავ "ჩიკაგოს" შეხვდება. 

დღის ამბები