25 ნოემბერი 2024,   23:37
ვრცლად
შედეგები არარეალურია, თუმცა ესეც კი აჩვენებს, როგორი ნდობის კრიზისი აქვთ რადიკალურ ოპოზიციაში გაერთიანებულ პარტიებს, ეს ოპოზიცია მთლიანად აცილებულია ხალხის საჭიროებებს და ქვეყნის ინტერესებს - თალაკვაძე IRI-ზე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, IRI-ის შედეგები არარეალურია, თუმცა ეს შედეგებიც კი მიუთითებს თუ როგორი ნდობის კრიზი აქვთ ამ რადიკალურ ოპოზიციაში გაერთიანებულ პარტიებს.

როგორც არჩილ თალაკვაძემ "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, ოპოზიცია მთლიანად აცილებულია ხალხის საჭიროებებს და ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს.

"ხალხი, რომელიც 5%-იანი ბარიერის დაწევას ითხოვს პარლამენტში შესასვლელად, ამით ამბობენ, რომ ქვეყნის მასშტაბით, 80 000 მხარდამჭერი არ ჰყავთ, რეგიონში დაახლოებით 800-900 მოქალაქეც არ უჭერს მხარს და ამიტომ ითხოვენ ბარიერის დაწევას. არცერთს არ აქვს მხარდაჭერა და ამიტომ ითხოვენ ბარიერის დაწევას. 5%-იანი ბარიერი არის საბაზისო ნდობა, რომ პარლამენტში წარმოადგინო შენი ქვეყანა და იმ ხალხის ინტერესები, ვინც არჩევნებზე მოვიდა და საკმარისი რაოდენობით, შენს გარშემო გაერთიანდა. ახლა IRI-ის პროცენტებს რაც შეეხება, წინა კვლევა რომელიც "ედისონ რისერჩმა" გამოაქვეყნა, 2%-იანი პოლიტიკური ინფლაცია ჰქონდათ. ეს მითითებს იმაზე, რომ შეიძლება მოქალაქეებს რაღაცას ეკითხებიან, მაგრამ საბოლოო შედეგებს ის კომპანიები წერენ კაბინეტებში, რომლებიც ჰყავთ დაქირავებული აზრის გამოსაკითხად. ჩვენ ვენდობით იმ კვლევებს, რომელსაც ვატარებთ ყოველ ორ თვეში ერთხელ, ჩვენ გვაქვს ჩვენი შიდა კვლევები და ზუსტად ვიცით, რას ფიქრობს ჩვენი საზოგადოება - სად არის კრიტიკული, სად გვიჭერს მხარს და ყველას მინდა მადლობა ვუთხრა, რადგან ამ წლების განმავლობაში, მტკიცე მხარდაჭერის გარეშე, რაც ჩვენ გვქონდა მოსახლეობისგან, ვერ მივაღწევდით იმ შედეგებს, რაზეც მე ვისაუბრე. რა თქმა უნდა ეს შედეგები არარეალურია, თუმცა ეს შედეგებიც კი მიუთითებს, თუ როგორი ნდობის კრიზისი აქვთ რადიკალურ ოპოზიციაში გაერთიანებულ პარტიებს და შიგნით ორი კაცი არ არის, ვინც ერთმანეთს ენდობა. ეს ოპოზიცია მთლიანად აცილებულია ხალხის საჭიროებებს, ქვეყნის ეროვნულ ინტერესებს", - განაცხად თალაკვაძემ.

დღის ამბები