25 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
პოლიტიკურ ბანაკს, რომელშიც "ლელოს" პრეტენზია აქვს გახდეს ფორვარდი, ამერიკის მთავრობამ გამოუქვეყნა კონტრაქტები, როგორ იხდიდნენ ფულს იმაში, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსი დაებლოკათ - თალაკვაძე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის,  არჩილ თალაკვაძის თქმით, პარტია "ლელოს საქართველოსთვის" სურვილი აქვს "ნაციონალურ მოძრაობასთან" დაკავშირებულ ოპოზიციურ ბანაკში ფორვარდი იყოს. ამის შესახებ ვიცე-სპიკერმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა.

"მოდით მოკლედ შევადაროთ, ვინ გააკეთა ევროპული საქმე, თუნდაც ბოლო ერთი წლის განმავლობაში, სანამ ჩვენ სტატუსს მივიღებდით - ეს ოპოზიცია რუსულ კანონს რომ ეძახიან და ჩვენ რომ გვადანაშაულებენ თითქოს გამჭვირვალობა და ანგარიშვალდებულება არ სჭირდება საქართველოს, ამერიკული კანონის თანახმად რომ გამოუქვეყნეს ამათ კონტრაქტები, ამ პოლიტიკურ ბანაკს, რომლის ნაწილიც გახლავთ "ლელო". მინდა გითხრათ, რომ "ლელოს" პრეტენზია აქვს მაგ ბანაკში ფორვარდი რომ გახდეს, არათუ პასუხისმგებლობა შეიძლება აირიდოს... ამერიკის მთავრობამ გამოაქვეყნა კონტრაქტები, რომ ამ პოლიტიკურ ბანაკს ჰქონდა ფული გადახდილი კონკრეტულად იმაში, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება დაებლოკათ, დაერწმუნებინათ საერთაშორისო საზოგადოება გაზეთებით, ტელევიზიებით, პოლიტიკური სპიკერებითა და აზრის შემქმნელი ადამიანებით, რომ თითქოს ჩვენი ქვეყანა დაშორდა ევროპულ ორბიტას, თითქოს საქართველოს დემოკრატიამ განიცადა უკუსვლა. ამ დროს არ დაგავიწყდეთ, ხაზარაძე ჩვენი რეფორმების შედეგად აღმოჩნდა პარლამენტში, თორემ ასი წელი ვერ შევიდოდნენ პარლამენტში. წინა ხელისუფლების დროს 9 ოპოზიციური პარტია, არცერთ დემოკრატიულ პარლამენტში არ ყოფილა," - აღნიშნა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები