25 ნოემბერი 2024,   23:43
ვრცლად
"ოცნების" პირობებში მივაღწიეთ ასოცირების ხელშეკრულებას, მივიღეთ უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა, დეკემბერში ველით სტატუსს - ეს შედეგები უკვე ჩაიწერა ისტორიაში და ამას ვერცერთი პარტია ვერ შეცვლის - არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, არჩილ თალაკვაძის განცხადებით, "ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში, საქართველომ გააფორმა ასოცირების ხელშეკრულება, მიიღო უვიზო მიმოსვლა, თავისუფალი ვაჭრობა ევროპასთან, ახლა კი დადებითი შეფასება და დეკემბერში, კანდიდატის სტატუს ელოდება.

როგორც თალაკვაძემ "ღამის კურიერის" ეთერში განმარტა, მიღწეული შედეგები უკვე ჩაიწერა ისტორიაში და ამას ვერც "ლელო" და ვერც სხვა ოპოზიციური პარტია ვერ შეცვლის.

"ისტორია არის შემდეგი: ქართული ოცნების" მმართველობის პირობებში, წლების განმავლობაში, ხალხის მხარდაჭერით, საქართველომ მიაღწია ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების გაფორმებას, რომელსაც ირაკლი ღარიბაშვილმა მოაწერა ხელის პრემიერ-მინისტრის სტატუსით, მიიღო უვიზო მიმოსვლის რეჟიმი, თავისუფალი ვაჭრობის შესაძლებლობა ევროპასთან, მივიღეთ ევროპული პერსპექტივა, ეს იყო პირველი მაღალი დონის აღიარება, რომ საქართველო გახდება ევროკავშირის წევრი. ახლა მივიღეთ "მწვანე შუქი", დადებითი შეფასება და დეკემბერში ველით კანდიდატის სტატუს - ეს არის საქმე. ამის გადათარგმნა - გადმოთარგმნაში ვერაფერი ვერ დაიკარგება და ამ ისტორიას ვერ გადაწერს ვერც "ლელო" და ვერც სხვა პოლიტიკური პარტია, რადგან ეს უკვე მოხდა და ეს უკვე არის ისტორია.

ოპოზიციას ევალებოდა პოლარიზაციის შემცირება, საქმიანი პოლიტიკის წარმოება და პარლამენტში სიარული. არჩევნების შემდეგ, როდესაც ქვეყანას სჭირდებოდა ქმედითი, დემოკრატიული პარლამენტი, ეს ხალხი პარლამენტში 8 თვის განმავლობაში ვერ შემოვიყვანეთ", - განაცხადა თალაკვაძემ.

 

 

დღის ამბები