25 ნოემბერი 2024,   23:35
ვრცლად
ჩვენ რომ ვიქნებით ხელისუფლებაში, მარტო დასანქცირება არ იქნება, ეს ადამიანები, როგორც ლუსტრირებულები და სხვა ქვეყნის აგენტები, კანონის მთელი სიმკაცრით დაისჯებიან - მამუკა ხაზარაძე

პარტია "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, კონკრეტული სანქციების პროცესი გაგრძელდება და ეს სწორი იქნება.

"დახურული შეხვედრა იყო, 5 კონგრესმენს და 2 სენატორს შევხვდით, სახელმწიფო დეპარტამენტში სერიოზული საუბრები გვქონდა, თუმცა ამ საუბრების შინაარს ვერ გეტყვით. ერთი, რაც თამამად შემიძლია გითხრათ და ხატზე დავიფიცო, ჩვენ არ დავდივართ და თითით არ ვაჩვენებთ ვინ არის ცუდი კაცი. ეს არ არის ჩემს ბუნებაში და არც ქართველობაში. როდესაც ადამიანს რაღაც ბრალდებას წაუყენებ, ამას სერიოზული კვლევა სჭირდება, სერიოზული იურიდიული დასაბუთება სჭირდება. როდესაც ეს დასაბუთებები იდება, ამის მერე აცხადებენ ჩვენი პარტნიორები ამას. მე ვიგრძენი, რომ ეს პროცესი გაგრძელდება და იქნება სწორი. ჩვენ რომ ვიქნებით ხელისუფლებაში, მარტო დასანქცირება კი არ აიქნება, ეს ადამიანები როგორც ლუსტრირებულები, როგორც სხვა ქვეყნის აგენტები ჩვენს ქვეყანაში, რომლებიც ჩვენს ეროვნულ ინტერესებს ეწინააღმდეგებიან, კანონის მთელი სიმკაცრით იქნებიან დასჯილები

დღის ამბები