25 ნოემბერი 2024,   23:36
ვრცლად
ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ მომავალი თაობა კითხვას არ სვამდეს, ვინმემ რატომ შეუშალა ხელი ჩვენი ქვეყნის პროგრესს ევრომიმართულებით - მამუკა ხაზარაძე

არიან თუ არა ოპოზიციაში ძალები, რომელთაც არ სურთ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი - "ღამის კურიერის" ეთერში, პარტიის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ არამარტო ხელისუფლების ოპონენტების რიგებში, არამედ, მსგავსი შეხედულების მქონე ადამიანები საზოგადოებაშიც არიან. 

თავის მხრივ ხაზარაძე ამბობს, რომ მნიშვნელობა არ აქვს ვინ არის მმართველ პარტიაში, მთავარი ქვეყნის ეროვნული ინტერესია.

"ოპოზიციაში კი არა, არიან ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ეს ადამიანები, რომლებიც დღეს ხელისუფლებაში არიან, არ იმსახურებენ იმ სტატუსს იმიტომ, რომ ესენი შინაგანად ეწინააღმდეგებიან იმას, რაც ჩვენ გველოდება ევროკავშირის სტატუსის მიღების პირობებში. ამიტომ, ეს გაუგებრობა რომ არ ყოფილიყო, 1 წლის წინ, მე გამოვედი გერმანიის ელჩის რეზიდენციის წინ და გავაკეთე ძალიან მკაფიო განცხადება, რომ არის ასეთი საუბრები, მაგრამ "ლელო" პირველი დღიდანვე, ვინც არ უნდა იყოს ხელისუფლებაში მხარს უჭერს ევროკავშირის სტატუსს. რატომ?  იმიტომ, რომ ჩემთვის არ აქვს მნიშვნელობა, ვიზალიბერალიზაცია, წინა ხელისუფლების დროს დაწყებული "ოცნების" დროს მივიღეთ, თუ პირიქით. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი მომავალი თაობა კითხვას არ სვამდეს - ვინმემ რატომ შეუშალა ხელი ჩვენი ქვეყნის პროგრესს ევრომიმართულებით იმიტომ, რომ ამაზე ცუდი პასუხი არ არსებობს. ჩვენ უნდა გამოვიდეთ ყოველთვის ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან," - აღნიშნა მამუკა ხაზარაძემ.

 

დღის ამბები