25 ნოემბერი 2024,   23:25
ვრცლად
სამების საკათედრო ტაძარში, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს

სამების საკათედრო ტაძარში 1990-იან წლებში, აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დროს უგზო-უკვლოდ დაკარგული 20 პირის სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობს.

14 სამხედრო, 6 კი მშვიდობიანი მოქალაქეა. დაღუპულთა იდენტიფიცირება სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და "წითელი ჯვრის“ საერთაშორისო კომიტეტის ერთობლივი თანამშრომლობით მოხდა.

ხუთ მებრძოლს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით, დანარჩენებს კი, ოჯახების გადაწყვეტილებით, საგვარეულო სასაფლაოებზე დაკრძალავენ.

დღის ამბები