25 ნოემბერი 2024,   23:21
ვრცლად
"ქართული ოცნება" საარჩევნო ბარიერის დაწევას არ განიხილავს - ვის აქვს მომავალ არჩევნებზე შანსი დაწესებული ზღვარი გადალახოს და ვინ მოითხოვს პროცენტის დაწევას

2024 წლის არჩევნები 5%-იანი ბარიერით ჩატარდება - "ქართული ოცნება" საარჩევნო ზღვრის დაწევას არ განიხილავს. მმართველი ძალის თავმჯდომარე ამბობს, რომ მსგავსი მოცემულობა დღის წესრიგში მხოლოდ გასულ წელს, ისიც იმ შემთხვევაში დადგებოდა, თუკი საქართველო დეკემბერში კანდიდატის სტატუსს მიიღებდა. ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ოპოზიციამ 2022 წელს ეს შეთავაზება ვერ გამოიყენა.

ბარიერის დაწევის სურვილი აქვს, თუმცა, ამ მოთხოვნის წამოყენებას და ამაზე კონსულტაციების გამართვას ოპოზიცია სახელისუფლებო გუნდთან თავად არ აპირებს. ამბობენ, რომ თუ საკითხი დღის წესრიგში დადგება, მხარს დაუჭერენ. ოპოზიციის აზრით, საარჩევნო ზღვრის დაწევა დემოკრატიულ პლურალიზმს, მრავალპარტიულობასა და საარჩევნო სისტემის გაუმჯობესებას ხელს შეუწყობს.

ოპოზიციაში არიან პარტიები, რომლებიც მიუხედავად ბარიერის შემცირების სურვილისა, არჩევნებისთვის მაინც მოქმედი სისტემის ფორმატში ემზადებიან. "გირჩი" და პარტია "საქართველოსთვის" ფიქრობს, რომ 2024 წლის არჩევნებზე, 5%-ის დაძლევა არ გაუჭირდება.

სახელისუფლებო გუნდში ფიქრობენ, რომ თუკი პოლიტიკურ პარტიას, 5%-იანი მხარდაჭერის მოპოვება არ შეუძლია, მაშინ მას პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის ამბიციაც არ უნდა ჰქონდეს. "ქართულმა ოცნებამ" ოპოზიციას დღეს საერთაშორისო მაგალითებიც დაუსახელა, ევროკავშირის თითქმის ყველა ქვეყანაში არჩევნებზე ზღვარი 5%-ზე ნაკლები არ არის.

2024 წელს საპარლამენტო არჩევნები 5%-იანი ბარიერით, სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება - ამას საქართველოს მოქმედი კონსტიტუცია განსაზღვრავს.

დღის ამბები