საფრანგეთმა სომხეთს გადასცა კომპანია Arquus-ის მიერ წარმოებული Bastion-ის მოდელის სამხედრო ტექნიკა, რომელიც უკრაინისთვის იყო განსაზღვრული, - ინფორმაციას Ouest France-ი ავრცელებს.
მედიასაშუალების ცნობით, ახლო მომავალში, საფრანგეთიდან სომხეთისკენ გაიგზავნება 50 ერთეული VAB MK3-ის ტიპის სამხედრო ტექნიკაც.
საფრანგეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, კატრინ კოლონას სომხეთში ვიზიტსა და სომეხ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ, ორი ქვეყანა სამხედრო მიმართულებით თანამშრომლობაზე შეთანხმდა, რასაც კატეგორიულად გმობს ოფიციალური ბაქო.