25 ნოემბერი 2024,   23:32
ვრცლად
ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი გულიაშვილმა, ბოსნიის ჩემპიონატის მე-14 ტურში "ჟრინსკს" ორი გოლი გაუტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა

ქართველმა ფეხბურთელმა, გიორგი გულიაშვილმა, ბოსნიის ჩემპიონატის მე-14 ტურში "ჟრინსკს" ორი გოლი გაუტანა და მატჩის საუკეთესო ფეხბურთელიც გახდა. ქართველმა ფორვარდმა შეუცვლელად ითამაშა და მეტოქის კარი 53-ე და 79-ე წუთებზე დალაშქრა.

22 წლის გულიაშვილს ბოსნიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში 11 შეხვედრაში 4 გოლი აქვს გატანილი.

"ველეზ მოსტარი", 25 ქულით, სატურნირო ცხრილში მეოთხე ადგილზეა, მომდევნო მატჩს კი 25 ნოემბერს ჩაატარებს.

დღის ამბები