შეერთებული შტატები ეჭვობს, რომ ნავთობგადამზიდი კომპანიები რუსეთს სანქციების გვერდის ავლაში ეხმარებიან, - ინფორმაციას "როიტერსი" ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, ფინანსთა სამინისტრო 100 ტანკერის საქმიანობის შესახებ მფლობელ კომპანიებს დოკუმენტებს სთხოვს.
სახელმწიფო კონტროლის უწყებამ შესაბამისი მოთხოვნა 30 ქვეყანაში უკვე გააგზავნა. ამერიკას ეჭვობს, რომ გადამზიდი კომპანიები რუსეთს სანქციების და ფასის ლიმიტის გვერდის ავლაში ეხმარებიან.
"დიდი შვიდეულის" წევრმა სახელმწიფოებმა, გასული წლის დეკემბერში, რუსული ნავთობის საზღვაო ექსპორტზე ლიმიტი დააწესეს - ერთი ბარელი 60 დოლარის ღირებულებით. ამ ლიმიტის დარღვევა დასავლურ კომპანიებს ეკრძალებათ.