25 ნოემბერი 2024,   22:50
ვრცლად
ოპოზიციამ მყისიერად დაკარგა სახე - ის, რაზეც ამდენი ხანი აპელირებდნენ, ხელის ერთი მოსმით ჩამოიშალა - დავით მათიკაშვილი ევროკომისიის დადებით რეკომენდაციაზე

მიიღებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსს - ევროპული საბჭოს დასკვნა 15 დეკემბერს გახდება ცნობილი. ვიდრე ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოს ლიდერი გადაწყვეტილებას მიიღებს, უკვე არსებობს ევროკომისიის რეკომენდაცია, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. სწორედ ევროკომისიის რეკომენდაციების შესრულება გახდა დისკუსიის საგანი პოლიტიკურ სპექტრში.

ოპოზიცია წინასწარ ამტკიცებს, რომ მმართველი გუნდი საჭირო რეკომენდაციებს არ შეასრულებს და გაწევრიანებისთვის მოლაპარაკებები არ გაიხსნება.

მმართველი პარტია ოპონენტების ახალ კამპანიაზე საუბრობს და ამბობს, რომ მათი მთავარი ამოცანა, ამჯერადაც, კანდიდატის სტატუსის საბოტაჟია.

"ოპოზიციამ მყისიერად დაკარგა სახე. ის, რაზეც ამდენი ხანი აპელირებდნენ, ხელის ერთი მოსმით ჩამოიშალა. ყველა არგუმენტი გამოეცალათ, თუკი რამე შეიძლება ჰქონოდათ აქტივში ხელისუფლების წინააღმდეგ სამოქმედოდ. ჩვენი საზოგადოება ოპოზიციას კიდევ ერთხელ გასცემს სათანადო პასუხს და არჩევნებზე სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს," - აცხადებს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე დავით მათიკაშვილი.

დღის ამბები