ავტორ-შემსრულებელთა საინიციატივო ჯგუფმა, შუალედური შეფასება მოამზადა. დოკუმენტი პრესკონფერენციაზე წარადგინეს. შეისწავლეს საქართველოში არსებული სამივე ასოციაციის მუშაობის პრინციპები და რეკომენდაციები გასცეს.
საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლებმა, დღევანდელ შეხვედრაზე თქვეს, რომ საერთო პლატფორმას შექმნიან, სადაც ყველა ავტორ-შემსრულებელი გაერთიანდება და მონაწილეობას მიიღებენ საქპატენტის მიერ გამოცხადებულ კონკურსში.