25 ნოემბერი 2024,   22:56
ვრცლად
უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ დაკავებულ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ

უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის მიერ დაკავებულ, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ბრალს დღეს ოფიციალურად წარუდგენენ. 

სუსის შენობაში ადვოკატები უკვე შევიდნენ. დაკავებულების პოზიცია ბრალდებასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, უცნობია.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტულმა ცენტრმა, უცხო ქვეყნის 2 მოქალაქე, საქართველოს სახელმწიფო საზღვარზე მიგრანტის უკანონოდ გადაყვანის მომზადებისა და მისთვის საქართველოში ყოფნისათვის შესაბამისი პირობების შექმნის ფაქტზე, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში დააკავა.

საქმე ეხება საზღვრის კვეთის მომზადებასა და იარაღის უკანონოდ შეძენას. სპეციალური ოპერაცია თბილისში ორ ლოკაციაზე ერთდროულად ჩატარდა. სუს-ის ინფორმაციით, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია სხვადასხვა სახის ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობები, სამხედრო აღჭურვილობა, სახის ნიღბები, ელექტრო შოკები, უცხო ქვეყნის ყალბი პირადი დოკუმენტები, ფეთქებადი ნივთიერებები, კუსტარულად დამზადებული ასაფეთქებელი მოწყობილობები და დროშა, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ სიმბოლიკით. 
 

დღის ამბები