ევროკავშირმა წევრ ქვეყნებს აცნობა, რომ 2024 წლის მარტამდე უკრაინისთვის ერთი მილიონი საარტილერიო ჭურვის მიწოდების ვალდებულება ნაკლებად სავარაუდოა, რომ შესრულდეს, - ინფორმაციას "ბლუმბერგი" ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, მიმდინარე კვირაში ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურმა ევროკავშირის დიპლომატებს აცნობა, რომ დაპირება მითითებულ ვადაში ვერ შესრულდება.
როგორც "ბლუმბერგი" წერს, ამ დროისთვის უკრაინისთვის დაპირებული საბრძოლო მასალის, დაახლოებით, 30% არის გადატანილი.