25 ნოემბერი 2024,   22:53
ვრცლად
"ომი უკრაინაში ძალიან დიდხანს გაგრძელდება, ამისთვის უნდა მოვემზადოთ" - ოლაფ შოლცი

"ომი უკრაინაში ძალიან დიდხანს გაგრძელდება, ამისთვის უნდა მოვემზადოთ,"- ეს განცხადება გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა გააკეთა.

მისივე თქმით, არ ჩანს ნიშნები, რომ რუსეთი შეწყვეტს ომს და გაიყვანს ჯარებს უკრაინის ტერიტორიიდან.

"ჩვენ მზად უნდა ვიყოთ, რომ ეს ომი შეიძლება, გაგრძელდეს ძალიან დიდხანს. თუმცა, საომარი მოქმედებები უკვე გაგრძელდა იმაზე ბევრად მეტ ხანს, ვიდრე რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ელოდა,"-აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

დღის ამბები