25 ნოემბერი 2024,   22:53
ვრცლად
პატრიარქის პოზიცია კანდიდატის სტატუსზე - რატომ თვლის "ოცნება" რომ ოპოზიცია ევროინტეგრაციის საბოტაჟის შემდეგ, ქართული ეკლესიის წინააღმდეგაც ილაშქრებს

ევროკომისიის მხრიდან დადებით რეკომენდაციას, საქართველო კათოლიკოს პატრიარქი წერილობით გამოეხმაურა და თქვა, რომ ევროკომისიის გადაწყვეტილება ქართველი ხალხის და ხელისუფლების დამსახურებაა. ილია II განმარტავს და იმედს გამოთქვამს, რომ საქართველო ევროპულ ოჯახში მნიშვნელოვან ადგილს დაიკავებს.

ოპოზიციისთვის პატრიარქის გზავნილები მიუღებელია. პოლიტიკური პარტიების ნაწილი მიიჩნევს რომ პატრიარქმა პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან თავი უნდა შეიკავოს.

ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს დაწინაურება, მხოლოდ მოქალაქეების დამსახურება იყო ოპოზიციისთვის. ხელისუფლების ოპონენტები მიიჩნევენ რომ პატრიარქი ამ საკითხში არაინფორმირებულია.

ოპოზიციის დამოკიდებულება არ უკვირთ მმართველ გუნდში. უმრავლესობა ოპონენტების განცხადებებს ეკლესიასა და პატრიარქზე მორიგ თავდასხმად აფასებს. განმარტება გააკეთა პარლამენტის თავმჯდომარემაც. შალვა პაპუაშვილი მიიჩნევს რომ ყველა გადამწყვეტ პროცესში ეკლესია სახელმწიფოს გვერდით დგას. ხალხის ხელისუფლებისგან გამიჯვნის მცდელობა კი რუსული ნარატივის ნაწილია, რაც ოპოზიციის მხრიდან ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების გატარებას ემსახურება

პატრიარქი საკუთარ განცხადებაში იმასაც წერს, რომ საქართველოს კულტურა ევროპის განუყოფელი ნაწილია, შესაბამისად ქრისტიანული ფასეულობების შენარჩუნება ევროკავშირისთვისაც მნიშვნელოვანი. სწორედ ამიტომ საქართველოს არჩეულ გზას ეკლესიის სრული მხარდაჭერა აქვს.

დღის ამბები