25 ნოემბერი 2024,   22:51
ვრცლად
ჩვენმა მთავრობამ მოვახერხეთ, მიგვეღწია უწყვეტი, უპრეცედენტო მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ქვეყანაში - ირაკლი ღარიბაშვილი

ჩვენმა მთავრობამ მოვახერხეთ, მიგვეღწია უწყვეტი და უპრეცედენტო მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარიზის მშვიდობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მადლობა გადაუხადა ფორუმის ორგანიზებისთვის.

"დღეს მსოფლიოში ძალიან ბევრი კონფლიქტია მოუგვარებელი, კრიზისი და ვინ იტანჯება ამ კრიზისისგან – მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები. ვცხოვრობთ იმ ერაში, სადაც არსებობს გაურკვევლობა, არაპროგნოზირებადი გარემო. ჩვენ ვიხილეთ ომი უკრაინაში, რომელიც მიმდინარეობს, მის დასრულებას ვერ ვხედავთ. ვხედავთ კრიზისს ახლო აღმოსავლეთში, რაც ძალზე საშიშია. ვხედავთ გაყინულ კონფლიქტებს საქართველოში. მაგალითისთვის, ვხედავთ ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციას და გადაწყვეტილება არ ჩანს. მრავალი კონფლიქტი დავინახეთ აფრიკაში, მსოფლიოს მრავალს რეგიონში. გადაწყვეტილება და პასუხი ყველა ამ კონფლიქტზე უნდა გახდეს მშვიდობა. ჩვენ, მთავრობამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მშვიდობა იქნას მიღწეული.

მინდა, გამოვიყენო ეს შესაძლებლობა და საქართველოს წარმატების ისტორიაზე მოგითხროთ. რას მივაღწიეთ ბოლო ათწლეულის განმავლობაში, როცა ხელისუფლებაში მოვედით 2012 წელს, საქართველოს 20 პროცენტი ტერიტორიისა იყო ოკუპირებული და კვლავ ოკუპირებულია რუსეთის მიერ. ეს რაც გახლავთ ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენი რეალობისთვის. პირველი ომი, რომელიც მოხდა რუსეთსა და საქართველოს შორის, მეოცე საუკუნეში, 21-ე საუკუნეში 2008 წელს, მანამდე იყო ომი აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთში, ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებზე და სეპარატისტებს მხარს უჭერდა რუსეთის ფედერაცია,"-განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

მისივე თქმით, საქართველომ 2008 წლის ომის შემდეგ ძალიან ბევრი გამოწვევა გამოიარა.

"ჩვენ ვნახეთ კიდევ დიდი ომის დაწყება, რომელსაც ადგილი ჰქონდა ერთი წლის წინ უკრაინაში. ეს არის ყველაზე დიდი გამოწვევა ჩვენთვის. გვინდა თუ არა, ვეცდებით თუ არა, თავიდან ავიცილოთ შემდგომი ესკალაცია და კონფრონტაცია, სამწუხაროდ, ომი ჩვენგანზე ზეგავლენას ახდენს. ომი ჩვენს მეზობელ რეგიონში, სომხეთსა და აზერბაიჯანში რა თქმა უნდა, ჩვენთვის შეშფოთების საგანია. საქართველო, როგორც ხშირად მითქვამს და მინდა, გავიმეორო, გახლავთ ძალიან ობიექტური, მიუკერძოებელი შუამავალი ფასილიტატორი, მეგობარი ორივე ქვეყნისა. ბრწყინვალე ურთიერთობა გვაქვს სომხეთთან, აზერბაიჯანთან და პირადად მე ნდობით აღსავსე ურთიერთობა მაქვს ორივე ლიდერთან. შესაბამისად, საქართველოს ინტერესი გახლავთ უზრუნველყოფილი იქნეს ხანგრძლივი მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს რეგიონში. ჩვენმა მთავრობამ მოვახერხეთ, მიგვეღწია უწყვეტი და უპრეცედენტო მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ჩვენს ქვეყანაში. ყველა ხელმძღვანელობის პირობებში, საქართველოში იყო ომები, კონფლიქტები, სამოქალაქო ომი, ტერიტორიებს ვკარგავდით. ახლა არის ერთადერთი პერიოდი, როდესაც ომი არ არის საქართველოში. ჩვენ ტერიტორიებს არ ვკარგავთ, ვაძლიერებთ, ვამდიდრებთ ქვეყანას და ეს გახლავთ ისეთი რამ, რასაც მოაქვს აყვავება ჩვენი ხალხისთვის, მოსახლეობისთვის,"-განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

დღის ამბები