25 ნოემბერი 2024,   22:55
ვრცლად
ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, დაუყოვნებლივ შეიყვანოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში ამ დამნაშავეების სახელები - თინა ბოკუჩავა

ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, დაუყოვნებლივ შეიყვანოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში ამ დამნაშავეების სახელები,- ოპოზიციონერი დეპუტატები ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში, თამაზ გინტურის მკვლელობაში დამნაშავეების შეყვანას ითხოვენ.

"ჩვენ შევადგინეთ რეზოლუცია, რომელსაც მთელი ოპოზიციური სპექტრი უჭერს მხარს, სწორედ იმისთვის, რომ საქართველოს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს ჯეროვანი რეაგირება ჰქონდეს რუსეთის საოკუპაციო ძალების მხრიდან ამ ჩადენილ დანაშაულზე.

ჩვენ მოვუწოდებთ მთავრობას, დაუყოვნებლივ შეიყვანოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში ამ დამნაშავეების სახელები და აამოქმედოს ოთხოზორია-ტატუნაშვილის სია,"- აცხადებს "ნაციონალური მოძრაობის წევრი თინათინ ბოკუჩავა. 

დოკუმენტის თანახმად, დეპუტატები მოუწოდებენ მთავრობას, ოკუპაციის წინააღმდეგ საერთო ეროვნული ხედვა ჩამოაყალიბოს. 

დღის ამბები