25 ნოემბერი 2024,   22:55
ვრცლად
"ლევან დოთიაშვილს სახის არეში აღენიშნება დაზიანება, რომელიც, როგორც თავად განგვიმარტა, უკანონო დაკავების დროს მიიღო" - ირაკლი ანთაძე

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული ლევან დოთიაშვილი თავისუფალია. როგორც სუს-ის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე, ირაკლი ანთაძე აცხადებს, დოთიაშვილს სახის არეში აღენიშნება დაზიანება:

"რამდენიმე წუთის წინ გადმოვიყვანეთ ლევან დოთიაშვილი ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. გიდასტურებთ, რომ მას სახის არეში აღენიშნება დაზიანება და, როგორც მან განგვიმარტა, დაზიანება მიიღო უკანონო დაკავების დროს. რაც შეეხება მკვლელობის დეტალებს, ბატონი ლევანი გახლავთ ამ მკვლელობის თვითმხილველი, იგი იქნება გამოკითხული მოწმის სტატუსით. როგორც მან განაცხადა, ოკუპირებულ ცხინვალში მის მიმართ არასათანადო მოპყრობას ადგილი არ ჰქონია. ფიზიკური დაზიანება კი დაკავების დროს მიიღო,"- აცხადებს  ირაკლი ანთაძე.

 

დღის ამბები