დედაქალაქის წყალმომარაგების სისტემის აუდიტი დასრულებულია. "ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის" ახალმა მფლობელმა, ესპანურმა კომპანიამ, "აქუალიმ", 10-წლიანი სამოქმედო გეგმა წარადგინა. იგი მიზნად ევროპული სტანდარტების შესაბამისი სერვისის შექმნას ისახავს.
გეგმის განხორციელების ფარგლებში, შემცირდება წყალმომარაგების ქსელზე ავარიების რიცხვი, გაიზრდება ოპერატიულობა და გამარტივდება სამომხმარებლო სერვისები.