25 ნოემბერი 2024,   23:28
ვრცლად
პრეზიდენტ ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრისას მივულოცე მას და ქართველ ხალხს დღევანდელი მნიშვნელოვანი ეტაპი - მაია სანდუ ევროკომისიის გადაწყვეტილებაზე

სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრისას მას და ქართველ ხალხს მივულოცე მნიშვნელოვანი ეტაპი მათი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე, – ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში წერს.

"პრეზიდენტ ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრისას მივულოცე მას და ქართველ ხალხს დღევანდელი მნიშვნელოვანი ეტაპი მათი ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. ჩვენ კიდევ ერთხელ გავიმეორეთ ჩვენი საერთო ხედვა მშვიდობიანი და აყვავებული მომავლის შესახებ, როგორც ევროკავშირის ოჯახის ნაწილის“, – წერს მაია სანდუ "ტვიტერზე“.

დღის ამბები