"ეს მხოლოდ რეკომენდაციაა, რომელიც ევროკომისიამ მოგვცა, გადაწყვეტილება კი ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს. ჩვენ გვაქვს მაღალი მოლოდინი, რომ შეთანხმება შედგება,"- ეს განცხადება ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის მოადგილემ, "ღამის კურიერის" ეთერში გააკეთა.
ირაკლი ჩიქოვანის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია გაგრძელდეს ის ჩართულობა, რომელსაც უმაღლესი თანამდებობის პირები ავლენენ.
"ეს მხოლოდ რეკომენდაციაა, რომლის ევროკომისიამ მოგვცა, ამაზე გადაწყვეტილება კი ევროპულმა საბჭომ უნდა მიიღოს. ჩვენ გვაქვს მაღალი მოლოდინი, რომ კონსენსუსი შედგება, მაგრამ რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის გასამყარებლად გავაგრძელებთ მუშაობას. გვექნება ძალიან მაღალი დონის კომუნიკაცია როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ. მინდა გავიხსენო ძალიან აქტიური ჩართულობა უმაღლესი თანამდებობის პირების - საქართველოს პრემიერ-მინისტრის, საგარეო საქმეთა მინისტრის. ის მონდომება და ჩართულობა, რომელსაც ავლენს პრემიერი და მთლიანად მთავრობა, მომავალშიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება,"- აცხადებს ირაკლი ჩიქოვანი.