25 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
საქართველოს სწორება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან, ცალსახაა - ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის განცხადებით, საქართველოს სწორება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან, ცალსახაა. ილია დარჩიაშვილის თქმით, ქვეყანას წლების განმავლობაში ამ მიმართულებით ძალიან მკვეთრი და გასაგები პოზიცია აქვს დაფიქსირებული.

როგორც დარჩიაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში აღნიშნა, იდეალური არცერთი ქვეყანა არა არის და ყველა ის ქვეყანა, რომელიც უკავშირებს საკუთარ მომავალს ევროკავშირს, ერთვება განგრძობად პროცესში, რაც რეფორმების გატარებასა და ყოველდღიურ ძალისმევას მოითხოვს.

"საქართველოს სწორება ევროკავშირის საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტებთან ცალსახაა და ჩვენ, წლების განმავლობაში, ამ მიმართულებით ძალიან მკვეთრი და გასაგები პოზიცია გვაქვს დაფიქსირებული. ბოლო 2 წლის განმავლობაში, ვცხოვრობთ ძალიან რთულ, გამოწვევებით სავსე პერიოდში და მოგეხსენებათ, რომ ევროპული ოჯახი, ევროპული გაერთიანება მსოფლიოში მიმდინარე ძალიან ბევრ საკითხებთან დაკავშირებით ახდენს პოზიციონირებას, პოზიციის დაფიქსირებას. შესაბამისად, საკითხები, რომლებიც გლობალური მნიშვნელობის არის, ჩვენ ამ საკითხების ნაწილი ვართ, ეს განცხადების ფორმატი იქნება თუ ნებისმიერი სხვა ფორმა, რომლითაც შეიძლება რომ საქართველო საერთაშორისო თნამეგობრობასთნ ერთად გამოხატავდეს პოზიციას. მე მინდა ვთქვა, რომ გლობალურად, საერთაშორისო ორგანიზაციების ფორმატებში, საერთაშორისო პარტნიორების და ქვეყნების პოზიციონირებასთან მიმართებაში, საქართველოს თითქმის 85%-ზე მეტი სწორება აქვს მიერთების თვალსაზრისით. რაც შეეხება ევროკავშირის ნაწილს, მე ვსაუბრობდი, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ და გამოწვევებით სავსე გარემოში. ამას ემატება ის სენსიტიური გეოგრაფიული მდებარეობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს და შესაბამისად, არის საკითხები, რომლებიც ჩვენი უსაფრთხოების პრიზმიდან დანახული, შეიცავს რისკებს და ჩვენ გვაქვს ამ მიმართულებით ეროვნული პოზიცია და ამ მიმართულებით ვესაუბრებით ჩვენს პარტნიორებს.

მე მინდა ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ არავინ არ არის სრულყოფილი, ყველა ის ქვეყანა, რომელიც უკავშირებს საკუთარ მომავალს ევროკავშირს, ეს არის განგრძობადი პროცესი, რეფორმების ჩატარების პროცესი, რომელიც მოითხოვს ყოველდღიურ ძალისხმევას. მე მინდა მივულოცო უკრაინასაც, მოლდოვასაც, ბოსნია და ჰერცეგოვინასაც ის მიღებული მხარდაჭერა და გზავნილები, რომელიც ევროკომისიისგან მიიღეს. შესაბამისად, ჩვენ ვაგრძელებთ ყველა ჩვენი რეფორმების დღის წესრიგს.  საქართველოს ხელისუფლება ვართ ერთგული შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის რეფორმების ამბიციური დღის წესრიგი და ამას მომავალშიც გავაგრძელებთ. ჩვენ უზარმაზარი შრომა ჩავატარეთ, მმართველმა გუნდმა პარლამენტში ძალიან დიდი შრომა ჩადო საკანონმდებლო თვალსაზრისით რა ცვლილებებიც იქნა შეტანილი და მე მინდა მადლობა გადავუხადო პირველ რიგში მმართველ გუნდს, მთავრობას პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით, რომლის ძალისხმევასაც განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ამ პროცესში, საპარლამენტო გუნდს, ყველა იმ დიპლომატს, რომელიც ამ პროცესში იღებდა მონაწილეობას და საჯარო მოხელეებს, რომლებმაც ძალიან ღირსეულად შეასრულეს ის საქმე, რომელმაც ეს შედეგი მოუტანა ჩვენს ქვეყანას,"- აცხადებს ილია დარჩიაშვილი.

დღის ამბები