ჩვენ ვიცით, რა მოხდა კირბალთან და, რა თქმა უნდა, ჩვენ ქართველი ხალხისა და მთავრობის მიმართ სრულად სოლიდარული ვართ, – ამის შესახებ სამეზობლოსა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარმა, ოლივერ ვარჰეიმ სოფელ კირბალთან რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ საქართველოს მოქალაქის მკვლელობაზე კითხვის პასუხად განაცხადა.
"დიახ, ჩვენ ვიცით, რა მოხდა და რა თქმა უნდა, მხარს ვუჭერთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. შემაშფოთებელი ამბავია, რაც მოხდა. ჩვენ ქართველი ხალხისა და მთავრობის მიმართ სრულად სოლიდარული ვართ“, – განაცხადა ოლივერ ვარჰეიმ.
კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოს მოქალაქე თამაზ გინტური მოკლეს და უკანონოდ დააკავეს ერთი მოქალაქე.