ონკოლოგიურ დაავადებასთან ბრძოლა გრძელი და რთული გზაა. ფსიქოლოგიურ ფაქტორთან ერთად, გადამწყვეტია ფინანსებიც. საჭირო თანხებს, მობილიზება სჭირდება. თუმცა, პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ონკოლოგიური ქირურგია საქართველოში უფასო ხდება.
ჰორმონოთერაპიის, ქიმიოთერაპიის, სხივური თერაპიისა და საჭირო მედიკამენტების შემდეგ, სახელმწიფო გეგმური და გადაუდებელი ქირურგიული ოპერაციის ხარჯებსაც დააფინანსებს.
ონკოლოგიური ოპერაციები მათი შემოსავლის მიუხედავად, ყველას დაუფინანსდება. პროგრამა აქამდე მხოლოდ სოციალურად დაუცველ და პენსიონერ მოქალაქეებზე ვრცელდებოდა.
ონკოლოგიური მკურნალობის ხელშეწყობის პროგრამაში, მიმდინარე წელს ეს უკვე მეორე ცვლილებაა. მანამდე იყო ონკო პაციენტების თერაპიული მკურნალობის, ქიმიო-ჰორმონო-სხივურ თერაპიებისა და მედიკამენტების დაფინანსება, რომლის 25 000 ლარიანი ლიმიტი, მინისტრის თქმით, მალე მოიხსნება.
მიმდინარე წლის შემოდგომიდან კი, კიბოთი დაავადებულ ბავშვებს, სახელმწიფომ მსოფლიოს წამყვან კლინიკებში მკურნალობის შესაძლებლობა მისცა. შემდეგი ეტაპი, ქვეყანაში, საერთაშორისო სტანდარტების ონკოლოგიური ცენტის მოწყობა იქნება.