ნიკო ფიროსმანის იდუმალი ცხოვრების შესახებ ანიმაცია "ნიკალა" შეიქმნა, სადაც ზღაპრულ 5-წუთიან თავგადასავალში, ფიროსმანის განცდებზე თოჯინები მუსიკითა და გამოსახულებით ყვებიან.
თავგადასავალში, ნიკო ფიროსმანის თითქმის ყველა ცნობილი ნახატია გაცოცხლებული. მხატვრის შემოქმედებით გზაზე, ანიმაცია ნიკალა მხოლოდ 8 თოჯინითა და 10 დიორამით ჰყვება. პრეზენტაცია ეროვნული ბიბლიოთეკის კინოდარბაზში შედგა. დღეს, ანიმაციას მაყურებელი ანიმაციის ფესტივალზე ნახავს.