25 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
მოლდოვაში მუნიციპალური არჩევნები მიმდინარეობს

მოლდოვაში, მუნიციპალური არჩევნები მიმდინარეობს. ეს პირველი ადგილობრივი არჩევნებია მას შემდეგ, რაც ქვეყანაში, ორი წლის წინ პროევროპული მთავრობა ჩამოყალიბდა და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანებაზე განაცხადი შეიტანა, - ინფორმაციას „დოიჩე ველე“ ავრცელებს.გამოცემის ცნობით, ანალიტიკოსები მიმდინარე საარჩევნო კამპანიას საპრეზიდენტო კამპანიის ფაქტობრივ დასაწყისს უწოდებენ მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფოს მეთაურის არჩევნები ერთ წელიწადში გაიმართება.

მთელ წინასაარჩევნო პერიოდს თან ახლდა მოლდოვაში რუსეთის გავლენის მიმართ ხელისუფლების მხრიდან მკაცრი წინააღმდეგობა. ზოგიერთი დამკვირვებელი აცხადებს, რომ ეს გავლენა რეგიონებში ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე აღმოფხვრილი. მათი თქმით, ადგილობრივი არჩევნების შედეგები ირიბად აჩვენებს მოქალაქეთა გეოპოლიტიკურ არჩევანს - ევროკავშირის ან რუსეთის სასარგებლოდ და ასევე გახდება შესაძლებელი იმის შეფასება, თუ როგორ უმკლავდება ხელისუფლება კორუფციას.

არჩევნებში 898 ქალაქისა და დაბის მერებს და ადგილობრივი საკრებულოების 11 000 დეპუტატს აირჩევენ. მოლდოვის დედაქალაქში, მერის თანამდებობაზე 28 კანდიდატი იბრძვის, მათ შორის მოქმედი მერი იონ სებანი.

დღის ამბები