ევროკომისიის შუალედური დასკვნის გამოქვეყნებამდე, მმართველ გუნდს პოზიტიური მოლოდინი აქვს, ოპონენტებს კი კანდიდატის სტატუსის საბოტაჟში ადანაშაულებს.
მმართველი გუნდის წევრის, გიორგი ცაგარეიშვილის განცხადებით, კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ოპტიმისტური მოლოდინები არსებობს.
"მოლოდინი არის ოპტიმისტური, საქართველო მიიღებს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს. ჩვენი მოლოდინი, რა თქმა უნდა, სრულად დაკმაყოფილდება. რაც შეეხება იმ ადამიანების მოლოდინებს, რომ ჩვენ სტატუსს ვერ მივიღებდით, შევფერხდებოდით ამ გზაზე, მათ დიდი იმედგაცრუება ელოდებათ ნაცვლად იმისა, რომ ყველას ერთად გვეზეიმა ეს დღე, სამწუხაროდ, ამ ადამიანების ძალისხმევით ეს ასე არ გამოდის",- განაცხადა გიორგი ცაგარეიშვილმა.