25 ნოემბერი 2024,   23:27
ვრცლად
ღაზის სექტორში სახმელეთო შეტევის დაწყების შემდეგ, ისრაელის სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებმა 2 500-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს

ისრაელი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციას განაგრძობს. თავდაცვის ძალებში აცხადებენ, რომ ღაზის სექტორში სახმელეთო შეტევის დაწყების შემდეგ, ისრაელის სახმელეთო, საჰაერო და საზღვაო ძალებმა 2 500-ზე მეტ სამიზნეს დაარტყეს.

ისრაელის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ლიკვიდირებულია "ჰამასის" კიდევ ერთი ლიდერი. სარაკეტო იერიშების შედეგად დაბომბილ საავადმყოფოში, დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა.

ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზის სექტორის ჩრდილოეთ ნაწილიდან, მოსახლეობის სამხრეთით, უსაფრთხოდ გადაადგილების მიზნით, ჰუმანიტარული დერეფანი ამოქმედდა. პალესტინური მედიის ცნობით, სულ მცირე, 51 ადამიანი დაიღუპა ღაზის ცენტრალურ ნაწილში მდებარე ალ-მაღაზის ლტოლვილთა ბანაკზე, ისრაელის მიერ განხორციელებული ავიადარტყმის შედეგად. ღაზაში ჰუმანიტარული კატასტროფაა.

სექტორის ჩრდილოეთ ნაწილში, ამ დრომდე 400 ათასამდე ადამიანი რჩება. უმძიმესი კრიზისის გამო, ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, ისრაელს ჰუმანიტარული პაუზა შესთავაზა, თუმცა პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ წინადადებას არ თანხმდება.

დღის ამბები