25 ნოემბერი 2024,   23:41
ვრცლად
თამაშის ახალი წესები სათამაშო ბიზნესს - რა გახდა სიახლის წინაპირობა

სათამაშო ბიზნესის საგადასახადო პოლიტიკას, მთავრობამ უკვე გადახედა და გადაწყვეტილებაც მიიღო. ახალი ინიციატივით, სათამაშო ბიზნესი დაიბეგრება მოგების 15 პროცენტიანი განაკვეთით, ნაცვლად დღეს არსებული 10 პროცენტისა, ხოლო სათამაშო ბიზნესიდან თანხის გატანა დაიბეგრება 5 პროცენტით, დღეს მოქმედი 2 პროცენტის ნაცვლად. ცვლილებები პირველი იანვრიდან ამოქმედდება.

აზარტული თამაშების მიმართ მკაცრ მიდგომებზე საუბრობენ ფინანსთა სამინისტროში. ამბობენ, რომ ხელისუფლების პოლიტიკა მოქალაქეებისთვის, კონკრეტული შედეგის მომტანი იქნება. სამინისტროში აზარტული თამაშების მიმართ მკაცრ მიდგომებზე საუბრობენ.

ინიციატივის მიზანს იზიარებენ და მხარს უჭერენ არასამთავრობო ორგანიზაციაში, სადაც სათამაშო ბიზნესის მიმართ პოლიტიკის გამკაცრების აუცილებლობაზე წლებია მუშაობენ. მოძრაობის "დედები აზარტული თამაშების წინააღმდეგ" პრეზიდენტი სიახლეს იწონებს.

ცვლილებებზე დეპუტატები იმსჯელებენ. სიახლის ამოქმედებისთვის სწორედ კანონმდებლების მხარდაჭერაა საჭირო. უმრავლესობაში გადაწყვეტილების კონკრეტულ მიზნებზე საუბრობენ. ოპოზიციის ნაწილი კი ინიციატივას აკრიტიკებს.

სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით ახალ ინიციატივაზე პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ საგანგაშოა ფაქტი, რომ სათამაშო ბიზნესის ბრუნვა გაზრდილია.

პრემიერის ინიციატივით, ერთი წლის წინ, აზარტული თამაშების წინააღმდეგ კონკრეტული შეზღუდვები დაწესდა. დადგინდა ასაკობრივი ზღვარი. სათამაშო ბიზნესში ვეღარ ერთვებიან საჯარო მოხელეებიც. აკრძალულია აზარტული თამაშების რეკლამებიც.

დღის ამბები