იმერული ღვინის კონკურსი დასრულდა. გამარჯვებული მეღვინეები, ღვინის საერთაშორისო ექსპერტების მიერ გამოვლინდნენ.
კონკურსში 32 ღვინის კომპანია და 120 ღვინო მონაწილეობდა. დიდი ოქროს მედლები 7 მეღვინეს გადაეცა, ოქროს მედალი აიღო 9 მეღვინემ, 17 კი ვერცხლის მედლით დაჯილდოვდა.
კონკურსი ღვინის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობისა და იმერული ღვინის ცნობადობის ამაღლების მიზნით ტარდება.