25 ნოემბერი 2024,   23:42
ვრცლად
"ავერსის" კლინიკიდან პატიმართა გაქცევის საქმესთან დაკავშირებით კიდევ 1 პირი დააკავეს - მას დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებიან

იუსტიციის სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ "ავერსის" კლინიკიდან მსჯავრდადებულთა ჯგუფურად გაქცევის შეუტყობინებლობისთვის ერთი პირი დააკავა. ინფორმაცია "კურიერს" იუსტიციის სამინისტროში დაუდასტურეს.

კონკრეტულად, ვინ არის აღნიშნული პირი ან სად დააკავეს, დეტალებზე უწყებაში არ საუბრობენ.

იქამდე კი, საქმეზე იმსჯელა საქალაქო სასამართლომ და დაკავებულ საბადრაგო ჯგუფის უფროსს პატიმრობა შეეფარდა. პროკურორის შუამდგომლობიდან ირკვევა, რომ გამოძიებას ავტომანქანის ვიდეოჩანაწერი აქვს მოპოვებული, სადაც პატიმრების გაქცევის ფაქტია ასახული. პროკურორის განმარტებით, უფროსი ოფიცერი იმ ადგილზე არ იმყოფებოდა, სადაც უნდა ყოფილიყო, ის წინა სავარძელზე იჯდა და ტელეფონზე საუბრობდა, განსაკუთრებით მძიმე და მძიმე დანაშაულზე მსჯავრდადებულები კი უმეთვალყურეოდ ჰყავდა დატოვებული. რაც შეეხება დაკავებულის პოზიციას. უფლებადამცველის განცხადებით, ივერი ნატრიაშვილი საგამოძიებო ორგანოში თავად გამოცხადდა და დეტალური ჩვენება მისცა.

დღის ამბები