თელავი ჭაჭის ფესტივალს მასპინძლობს. მთავრობის ადმინისტრაციის ხელშეწყობით ყოველწლიური, ტრადიციული ფესტივალი - "ჭაჭა 2023" იმართება. ღონისძიებაში რვავე მუნიციპალიტეტია ჩართული.
"ჭაჭა" ერთადერთი რეგიონული, ყოველწლიური ფესტივალია, რომელშიც ფერმერები, გლეხები, მცირე მარნებისა და ჭაჭის მწარმოებელი კომპანიების წარმომადგენლები იღებენ მონაწილეობას. ღონისძიებები დილიდან ერეკლე II-ის მოედანზე, კახეთის მუნიციპალიტეტების მიერ მოეწყო შემოდგომისთვის დამახასიათებელი თემატური პავილიონები, იმართება ადგილობრივი მეწარმეების მიერ წარმოებული პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა, სადაც ძირითად პროდუქტს ჭაჭა წარმოადგენდა.
ღონისძიება თეატრალიზებული მსვლელობით გაიხსნა. დღის განმავლობაში გაიმართა გამარჯვებულების დაჯილდოება 2023 წელს საუკეთესო ჭაჭის წარმოებისთვის, რომლებსაც შესაბამის მედლები გადაეცემათ ასევე გამოვლინდება ყველაზე კრეატიული მუნიციპალიტეტი, რომელსაც ფესტივალის ორგანიზატორები გადასცემენ ფულად ჯილდოს, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები სოციალურად დაუცველი ოჯახისთვის.