ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფლებში მასშტაბური სარეკულტივაციო სამუშაოები მიმდინარეობს. დაზიანებული ნიადაგის აღდგენის მიზნით, ერთდროულად სხვადასხვა ლოკაციაზე, ოც ერთეულამდე ტექნიკა მუშაობს. პროცესს სახელმწიფოს სპეციალური მმართველი ადგილზე გაეცნო.
ბესიკ კირთაძემ მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერა და გარკვეული რეკომენდაციები გასცა. ამ ეტაპისთვის ღია კარიერული წესით მოპოვებული ფართობები ტექნიკურად მუშავდება და ბიოლოგიური რეკულტივაციისთვის მზადდება.
სამუშაოების მიზანი ნიადაგის სრულად აღდგენა და მისთვის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების დაბრუნებაა.