დაჭრა დოლიძის ქუჩაზე - მამაკაცმა მეზობელი მამა-შვილი დაჭრა.
შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა. კონფლიქტი მეზობლებს შორის პარკირების ადგილის გამო დაიწყო, რის შემდეგაც მამაკაცმა მამა-შვილი ცივი იარაღით დაჭრა. ორივე მათგანი კლინიკაშია გადაყვანილი და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
ადგილზე პოლიციაა მობილიზებული. ამ ეტაპზე უცნობია, დაკავებულია თუ არა სავარაუდო ეჭვმიტანილი.