25 ნოემბერი 2024,   22:50
ვრცლად
ჭიათურაში მუზეუმ-მაღარო მოეწყობა - პროექტი "ჯორჯიან მანგანეზის" ინიციატივით მომზადდა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას ოფიციალურად გადაეცა

ჭიათურაში მუზეუმ-მაღარო მოეწყობა. პროექტი "ჯორჯიან მანგანეზის" ინიციატივით მომზადდა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას ოფიციალურად გადაეცა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს "ჯორჯიან მანგანეზის" სპეციალურმა მმართველმა და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერმა.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის მაღაროში, რომელიც წლების განმავლობაში დახურული იყო, მუზეუმი მოეწყობა.

მუზეუმ-მაღაროს კონცეფცია მისი ისტორიული სახის შენარჩუნებას ითვალისწინებს. წარმოდგენილი იქნება მადნის მოპოვება-დამუშავების მეთოდები და ტექნოლოგიური განვითარების ეტაპები.

დამთვალიერებლები სპეციალური მატარებლით აღმოჩნდებიან გვირაბში, საიდანაც სხვადასხვა სივრცესა და საგამოფენო დარბაზში გადაინაცვლებენ.

დღის ამბები