ომი ახლო აღმოსავლეთში - დღის მთავარი თემა ეგვიპტის მიერ რაფახის გამშვები პუნქტის გახსნაა. ღაზის სექტორიდან გაღწევის საშუალება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს და დაჭრილებს ეძლევათ. სიცოცხლისათვის სახიფათო ზონიდან ამ დროისთვის უკვე გასულია 320 ადამიანი სხვადასხვა უცხო ქვეყნის პასპორტით. ამის გარდა, ეგვიპტეში გადაიყვანეს 70 მძიმედ დაჭრილი პალესტინელი.
დღესვე ისრაელმა ჰუსიტების მიერ იემენიდან გუშინ ნასროლი ფრთოსანი რაკეტების გამო, წითელ ზღვაში სარაკეტო ხომალდები გადაისროლა.
თელ-ავივში ასევე ადასტურებენ, რომ 162-ე დივიზიამ "ჰამასის" სრული განადგურების ბრძანება მიიღო, რაც ნაწილობრივ უკვე სრულდება. ისრაელის არმია ამ წუთებშიც წინ მიიწევს და უკვე ქალაქ ღაზის შესასვლელთან იმყოფება. ისრაელში "კურიერისთვის" უკვე ორი გადამღები ჯგუფი მუშაობს.