რუსთავში, რჩეულიშვილის ქუჩაზე, ახალი მულტიფუნქციური სკვერის მოწყობის სამუშაოები დასასრულს უახლოვდება.
პროექტი,15 ათას კვადრატულ მეტრ ფართობზე, საბავშვო და სპორტული, დასასვებებელი სივრცეების, მწვანე კუნძულების მოწყობას ითვალისწინებს.
ამავე პროექტის ფარგლებში, რჩეულიშვილის ქუჩიდან გრანელის ქუჩაზე ჩასასვლელი კიბეც მოეწყობა. პროექტის ღირებულება, 1 688 134 ლარია.
ამ ეტაპზე, ახალი ვრცელი რეკრეაციის მოწყობა, რუსთავში 3 ლოკაციაზე- რჩეულიშვილის და კლდიაშვილის ქუჩებზე, ასევე 21-ე მიკრორაიონში მიმდინარეობს, რისთვისაც ადგილობრივი და ცენტრალური ბიუჯეტიდან, ჯამში 6, 5 მილიონი ლარია გათვალისწინებული.
2022-2023 წლებში, რუსთავში, მწვანე საზოგადოებრივი სივრცე, 63 411 კვადრატულ მეტრ ფართობზე მოეწყო.
ამჟამად, ახალი რეკრეაციული სივრცის მოწყობის სამუშაოები, 51 428 კვადრატულ მეტრ ფართობზე მიმდინარეობს.