გიორგი გახარიას გუნდში აცხადებენ, რომ მანდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მოგვიანებით მიიღებენ.
პარტია საქართველოსთვის წევრები აქვე აღნიშნავენ, რომ არ აპირებენ პარლამენტს ლეგიტიმაცია მიანიჭონ.
“როდესაც შინაარსზე საუბრისგან დაცლილია პოლიტიკური ველი, პარტიები იწყებენ მანდატების ჩახსნაზე საუბარს. ჩვენ მანდატებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მივიღებთ მაშინ და იმ ფორმით, როდესაც ამას გადავწყვეტთ და ეს არ იქნება არც “ნაციონალური მოძრაობის“ გადასაწყვეტი და არც ივანიშვილის “ოცნების“ გადასაწყვეტი. ჩვენ ვთქვით პირველებმა, რომ ამ პარლამენტს ლეგიტიმაციას არ მივცემდით და პირველ სხდომაზე ეს ყველამ ნახა. ჩვენ ასე არ ვიღებთ გადაწყვეტილებებს, ტექნიკური საკითხია, რომ ინდივიდუალურად უნდა მიმართო, თორემ პოლიტიკური გადაწყვეტილება განსაზღვრავს ამ ტექნიკურ ნაწილს. ამიტომ, ჩვენ როდესაც გადავწყვეტთ და რა ფორმითაც გადავწყვეტთ ისე გავაკეთებთ“, - ნაცხადა ბექა ლილუაშვილმა.