26 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
რა ღირს 1 აშშ დოლარი და ევრო - ეროვნულმა ბანკმა ახალი გაცვლითი კურსი დაადგინა

1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.5019 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.5019 ლარი გახდა. კურსი, რომელიც დღეს მოქმედებდა, 2.5046 ლარი იყო. შესაბამისად, დოლარის ცვლილებამ ეროვნულ ვალუტასთან მიმართებაში 0.0027 ლარი შეადგინა.

რაც შეეხება ევროს, მისი კურსი 2.7661 ლარია. მაშინ, როცა დღეს მოქმედი კურსი 2.7618 ლარს შეადგენდა. შესაბამისად, ევროს ცვლილებამ 0.0043 ლარი შეადგინა.

დღევანდელი ვაჭრობის შედეგად მიღებული კურსები ძალაში ხვალ შევა.

დღის ამბები