ტაქსის მძღოლებისთვის მგზავრთა ჩასხდომის მიზნით ავტობუსის ზოლზე გაჩერება დაშვებულია, თუმცა გარკვეულ შემთხვევებში ჯარიმების გადახდაც უწევთ. "კურიერის" რესპონდენტები ამბობენ, რომ ახალი გადაწყვეტილებით ფინანსებს, დროს და ენერგიას დაზოგავენ და მგზავრებს კომფორტულად მოემსახურებიან.
A კატეგორიის ის ტაქსები, რომელთა წლოვანება არ აღემატება 10 წელს, სრულად იმოძრავებენ ავტობუსის ზოლში. ახალი გადაწყვეტილების შესახებ თბილისის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ ისაუბრა. ტაქსი დაიშვება მუნიციპალური ტრანსპორტის გზის იმ მხარეს, სადაც ავტობუსი მოძრაობს სხვა მანქანების მოძრაობის მიმართულებით.
A კატეგორიის 35 000 ნებართვაა გაცემული, თუმცა ავტობუსის ზოლში გადაადგილება 3,500 მანქანას შეეძლება. იმისთვის, რომ მგზავრმა მარტივად შეძლოს ასეთი საშუალების იდენტიფიცირება, სპეციალური ნიშანი განთავსდება ტაქსის საქარე მინის მარჯვენა ზედა კუთხეში.
საკრებულოს ოპოზიცია თბილისის მერიას გადაწყვეტილებას უწუნებს. საბა ბუაძეს მიაჩნია, რომ A კატეგორიის ტარებისთვის ავტობუსის ზოლში გადადგილების უფლების მინიჭება სატრანსპორტო რეფორმას შეაფერხებს და პრობლემებს შეუქმნის. უმრავლესობას ოპოზიციის კრიტიკა არ ესმის, შალვა ობგაიძე ამბობს, რომ საქართველომ ევროპული გამოცდილება გაიზიარა და გადაწყვეტილება ქალაქს საცობებისგან განტვირთავს.
ტაქსების რეფორმის ახალი წესი ძალაში 1 ივნისიდან შევა. თბილისი მერიამ შსს-თან მუშაობა უკვე დაიწყო, რომ კანონმდებლობაში შესაბამისი ცვლილება განხორციელდეს.