26 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
ჯო ბაიდენმა ოფიციალურად დაადასტურა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ოფიციალურად განაცხადა, რომ 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. ჯო ბაიდენმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც წინასაარჩევნო შეჯიბრი რესპუბლიკური ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლად შეაფასა.

ბაიდენი აცხადებს, რომ მისი კამპანიის მთავარი მიზნები – აბორტის უფლება, დემოკრატიის და ამომრჩეველთა უფლებების დაცვა, ასევე ამერიკელებისთვის სოციალური გარანტიების დაცვა იქნება.

80 წლის ბაიდენი ამერიკის ისტორიაში ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტია.

დღის ამბები