26 ნოემბერი 2024,   16:39
ვრცლად
​IRI-ის კვლევაში წარმოდგენილი ციფრები აცდენილია იმ რეალობას, რაც დღეს საზოგადოებაში არსებობს კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების მხარდაჭერის კუთხით, არანაირი საფუძველი არ არსებობს, ვენდოთ ამ აბსურდულ ციფრებს - გივი მიქანაძე

IRI-ის კვლევაში წარმოდგენილი ციფრები აბსოლუტურად აცდენილია იმ რეალობას, რაც დღეს საზოგადოებაში არსებობს კონკრეტული პოლიტიკური სუბიექტების მხარდაჭერის კუთხით, არანაირი საფუძველი არ არსებობს, რომ ვენდოთ ამ აბსურდულ ციფრებს - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ ჟურნალისტებს განიცხადა.

მისი თქმით, "ნაციონალურ მოძრაობას" ვერანაირად მოემატებოდა მხარდაჭერა და ეს თვითონაც კარგად იციან. ნებისმიერი ადამიანი, რომელიც აკვირდება ნეიტრალური თვალსაზრისით საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, აშკარად მიხვდება, რომ ეს არის მიკერძოებული, სუბიექტური და ყოველგვარ საფუძველს მოკლებული რეიტინგები. ამის მარტივი და ნათელი დადასტურებაა ის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" ვერანაირად მოემატებოდა მხარდაჭერა, პირიქით, კლებაშია და ეს თვითონაც კარგად იციან "ნაცმოძრაობის" წარმომადგენლებმა. ამის მარტივი დადასტურებაა რადიკალური ოპოზიციის მცდელობები, რომელიც სრული ფიასკოთი დამთავრდა, რომ ჩაეტარებინათ სხვადასხვა სახის აქციები როგორც რეგიონებსა და ქალაქებში, ასევე ის ე.წ.

მთავარი აქცია, რომელიც 9 აპრილს დაამთხვიეს და ვნახეთ, რომ ეს იყო ყველანაირი მოლოდინის გაწბილება მათთვის, თუმცა ეს არის რეალობა. ეს არის ქართული საზოგადოების პასუხი ამ რადიკალური ფრთის, იმ პოლიტიკის და მიზნების მიმართ, რომელმაც საბოლოოდ ჩამოიხსნა ნიღაბი. საზოგადოება მიხვდა, რა მიზნებს და მოტივებს ემსახურებიან ისინი," - განაცხადა გივი მიქანაძემ.

დღის ამბები