26 ნოემბერი 2024,   16:38
ვრცლად
ნუცა ბუზალაძე American Idol-ის საუკეთესო ოცეულშია - მას საქართველოსა და ამერიკაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების მხარდაჭერა ისევ სჭირდება

ნუცა ბუზალაძე "ამერიკული ვარსკვლავის" საუკეთესო ოცეულშია. 

"ამერიკული ვარსკვლავის" - ქართველმა ვარსკვლავმა, დღეს მეორე ლაივ ტურზე იმღერა. ნუცა ბუზალაძემ მორიგი წარმატება ტონი ბრექსტონის სიმღერის შესრულებით დაიმსახურა.

დარბაზის უწყვეტი აპლოდისმენტები, ჟიურის კიდევ ერთი აღფრთოვანება და შეფასება, რომელიც ამერიკული ვარსკვლავის სცენაზე, ნუცა ბუზალაძისთვის ემოციური აღმოჩნდა. 

სცენაზე გასვლამდე, "ეიბისის" ეთერში ნუცა ბუზალაძის შესახებ მომზადებული სიუჟეტი გავიდა. მომღერალმა ბავშვობაზე და დედაზე ისაუბრა. მეგაშოუს ეთერში გავიდა ნაწყვეტი "რუსთავი 2-ის" გადაცემიდანაც, სადაც წლების წინ, ნუცა ამერიკულ ოცნებებზე საუბრობს.

ნუცა ბუზალაძე პირველი უცხოელი კონკურსანტია მეგაშოუ "ამერიკულ ვარსკვლავის" ისტორიაში. მისთვის შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი 12 ფინალისტს შორის მოხვედრაა.

ახლა საქართველოს ყურადღება ამერიკული მეგაშოუსკენ არის მიპყრობილი. ნუცა კონკურსის მთავარ შემადგენლობაში ჟიურის არჩევანით მოხვდა, დანარჩენი კი მაყურებელზეა დამოკიდებული. მხარდაჭერა საქართველოდან და ამერიკიდან - ნუცა ბუზალაძეს გულშემატკივრები პროექტის ფინალში ელოდებიან.

დღეს ნუცა ბუზალაძისთვის ხმის მიცემა 10 საათის განმავლობაში იყო შესაძლებელი. მოხვდება თუ არა ნუცა საუკეთესო თორმეტეულში, ამას მაყურებელი ხვალ გაიგებს.

დღის ამბები