26 ნოემბერი 2024,   16:41
ვრცლად
უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რათა უკრაინამ რაც შეიძლება მალე მოიგოს ეს ომი - ჩეხეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატის სპიკერი

ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, ევროკავშირის ქვეყნების პარლამენტების სპიკერთა ყოველწლიური კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, ჩეხეთის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატთა პალატის სპიკერმა მარკეტა პეკაროვა ადამოვამ ყურადღება უკრაინის საკითხზე გაამახვილა. მან აღნიშნა, რომ აუცილებელია ყველაფერი გაკეთდეს იმისთვის, რათა უკრაინამ რაც შეიძლება მალე მოიგოს ომი.

"დღეს ზუსტად 14 თვე გავიდა, რაც უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომი მიმდინარეობს. ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევა გველის წინ. ჩვენ უნდა გვქონდეს გაცნობიერებული, რომ სწორედ ბრძოლის ველზე მიიღება ძირითადი გადაწყვეტილებები. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ყველაფერი, რაც შეგვიძლია, რათა უკრაინამ რაც შეიძლება მალე მოიგოს ეს ომი. ჩვენ არ გვაქვს მკაფიო წარმოდგენა, როგორი ურთიერთობა გვსურს, რომ გვქონდეს რუსეთთან ომის დასრულების შემდეგ, რა სტრატეგია გვექნება რუსეთთან მიმართებაში მას შემდეგ, რაც ის ომში დამარცხდება და მჯერა, რომ დამარცხდება. რუსეთის აგრესია უკრაინის წინააღმდეგ უდავოდ გლობალური პრობლემაა. ამ კონფლიქტის შედეგი აშკარად იმოქმედებს მოვლენებზე მსოფლიოს ყველაზე შორეულ მხარეებშიც კი," - განაცხადა მარკეტა პეკაროვა ადამოვამ.

კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკიც.

"კრემლი მზადაა ყველაფრისთვის, რათა ძალაუფლება და მონოპოლია შეინარჩუნოს. უკრაინამ სხვა გზა აირჩია, გზა თავისუფლებისა და ღირსებისკენ, გზა ევროპული ღირებულებებისა და ევროპული საზოგადოებისკენ. ჩვენ ვიხდით ამაში ყველაზე მაღალ ფასს. რუსეთმა უკრაინის გატეხვა ვერ მოახერხა. ჩვენ მთელ მსოფლიოს ვაჩვენეთ, რომ მზად ვართ და გავხდეთ ნატოს წევრი და ვართ ერთგულები დემოკრატიული ღირებულებებისადმი. ვილნიუსის სამიტამდე ჯერ კიდევ რამდენიმე თვეა დარჩენილი. სანამ ველოდებით, ჩვენ ვთავაზობთ ჩვენი ქვეყნისთვის უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების ორგანიზებას. ამიტომაც მინდა მოგმართოთ წევრებს ნატოს ქვეყნებიდან, გამოიყენონ მთელი თქვენი უფლებამოსილება იმ მიზნების განხორციელების უზრუნველსაყოფად, რომლებიც ჩვენთვის საერთოა და არა მხოლოდ უკრაინისთვის," - აღნიშნა სტეფანჩუკმა.

ამავე თემაზე
დღის ამბები