26 ნოემბერი 2024,   16:35
ვრცლად
ამ ფორმატს ყოველთვის ვიყენებთ იმისათვის, რომ ჩვენს კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნიდან ვესაუბროთ აქტუალურ თემებზე, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე - ირაკლი კობახიძე ევროპსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე

უკრაინის წინააღმდეგ რუსული აგრესიის განსახილველად იკრიბებიან ევროპელი დეპუტატები სტრასბურგში, სადაც დღეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საგაზაფხულო სესია იხსნება. 4 დღიანი ვიზიტის განმავლობაში, ირაკლი კობახიძის ხელმძღვანელობით, ქართველი დეპუტატები შეხვდებიან ევროპის საბჭოს მონიტორინგის კომიტეტის მომხსენებლებს საქართველოს საკითხებზე, კლოდ კერნს და ედიტა ესტრელას.

დაგეგმილია სამუშაო შეხვედრები პარტნიორებთან, სხვადასხვა კომიტეტში. აქცენტი საქართველოში მიმდინარე რეფორმებსა და 12 პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულებაზე გაკეთდება.

"ქართული ოცნების" თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, საუბარი იქნება 12 პუნქტზე, კანდიდატის სტატუსზე და ეს არის მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელიც ამ ყველაფერზე დისკუსიის საშუალებას იძლევა.

"ამ ფორმატს ყოველთვის ვიყენებთ იმისათვის, რომ ჩვენს კოლეგებს სხვადასხვა ქვეყნიდან ვესაუბროთ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე, ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე. რა თქმა უნდა, მათ შორის, საუბარი გვექნება 12 პუნქტზე, კანდიდატის სტატუსზე და ეს არის მნიშვნელოვანი ფორმატი, რომელიც ამ ყველაფერზე დისკუსიის საშუალებას გვაძლევს. ჩვენ შეხვედრა გვექნება ორივე მომხსენებელთან, სავარაუდოდ ზეგ შედგება ეს შეხვედრა და ვესაუბრებით იმასთან დაკავშირებით, თუ როგორ ვითარდება ქვეყანაში პროცესები. რა თქმა უნდა, მათთან ერთად ვიმსჯელებთ იმ ანგარიშზე, რომელიც მათ გამოაქვეყნეს ცოტა ხნის წინ. ჩვენ მთელი რიგი შენიშვნები გვქონდა ამ ანგარიშთან დაკავშირებით და ჩვენს მოსაზრებებს გავუზიარებთ ორივე მომხსენებელს", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, სესიაზე საქართველო არც ერთ ნეგატიურ კონტექსტში არ იყო ნახსენები, რაც იმას ნიშნავს, რომ მმართველმა გუნდმა შეძლო პარტნიორებისთვის ევროპის საბჭოში აეხსნა ყველა მიმდინარე საკითხზე თავისი პოზიცია და მიეწოდებინა არგუმენტები.

"არცერთ ნეგატიურ კონტექსტში ამ სესიაზე, საქართველო არც ანგარიშებში და არც დებატებში არ არის ნახსენები, ეს არის იმის დამსახურება, რომ ჩვენ, როგორ ხელისუფლებამ, შევძელით ჩვენი პარტნიორებისთვის ევროპის საბჭოში აგვეხსნა ყველა მიმდინარე საკითხზე ჩვენი პოზიცია და მიგვეწოდებინა არგუმენტები. წინა სესიაზე, არაერთი თემა იყო, რომელსაც ჩვენ ვთვლიდით, რომ უსამართლო კრიტიკას იღებდა ქვეყანა. რასაკვირველია, ასეთ საკითხებს ყოველთვის სჭირდება დრო მაგრამ, ღირს ამ დროის და ამ ენერგიის გამოყოფა იმისათვის, რომ ქვეყანამ არ მიიღოს რეპუტაციული ზიანი და ჩვენმა პარტნიორებმა იცოდნენ, სინამდვილეში რა ხდება ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

დღის ამბები