26 ნოემბერი 2024,   16:49
ვრცლად
აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა მთავრობის ადმინისტრაციასთან აქცია გამართეს

მთავრობის ადმინისტრაციასთან აქონდროპლაზიის დიაგნოზის მქონე ბავშვების მშობლებმა ღამით აქცია გამართეს - ისინი პრემიერ-მინისტრთან შეხვედრასა და წამლის დაფინანსების საკითხის მოგვარებას ითხოვდნენ. მათი განცხადებით, უკვე მეოთხე თვეა აქციებს მართავენ, თუმცა საქართველოს ჯანდაცვის მინისტრისგან ამომწურავი პასუხები ვერ მიიღეს.

გუშინ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს ჯანდაცვის მინისტრთან პარლამენტში იმსჯელეს. შეხვედრა დახურული იყო, რომელსაც მშობლებიც ესწრებოდნენ. როგორც შეხვედრის შემდეგ ჯანდაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა განაცხადა, აღნიშნულ მედიკამენტს არცერთი ქვეყანა არ აფინანსებს. რაც შეეხება დიაგნოსტიკურ თუ ფსიქოლოგიურ მხარდაჭერას, მისი თქმით, ამ მხრივ, სახელმწიფო დახმარების მზაობას გამოხატავს.

დღის ამბები